Marvel-მა იმ მსახიობების ვინაობა გაამხილა, რომლებიც პოპულარული კომიქსის „ფანტასტიკური ოთხეულის“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლებს შეუასრულებენ. ამის შესახებ Variety წერს.
მისტერ ფანტასტიკს პედრო პასკალი განასახიერებს, ადამიან-ჩირაღდანს ჯო კუინი, უჩინმაჩინ ქალს ვანესა კირბი, არსებას კი ებონ მოსს-ბაკრაკი. სტუდიამ კასტს სადღესასწაულო პოსტერიც მიუძღვნა, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.
„ფანტასტიკური ოთხეული“ ეკრანებზე 2025 წლის ივლისში გამოვა.