რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Avatar: The Last Airbender-ზე კინოსტუდიები Paramount და Nickelodeon სამ ანიმაციურ ფილმს გადაიღებდნენ. როგორც ცნობილია, რომ ჰაერის უკანასკნელ მბრძანებელ აანგზე გადაღებული პირველი ანიმაციური ფილმის პრემიერა 2025 წლის 10 ოქტომბერს შედგება.
ფილმები Nickelodeon-ის პოპულარულ ანიმაციურ სერიალს დაეფუძნება, რომელიც ტელეეკრანებზე 2005 წლიდან 2008 წლამდე გადიოდა. პირველი ფილმის რეჟისორი ლორენ მონტგომერი იქნება, რომელიც Avatar: The Last Airbender-ის ანიმაციურ სერიალზე მუშაობდა. ასევე დადასტურდა, რომ ანიმაციური ფილმების პროდიუსერები სერიალის შემქმნელები — ბრაიან კონიეცკო და მაიკლ დიმარტინო — იქნებიან, რომლებიც ერიკ კოულმენთან ერთად იმუშავებენ.
ცნობისთვის, Avatar: The Last Airbender თავდაპირველად Nickelodeon-სთვის შეიქმნა და ეკრანებზე 2005 წელს გამოჩნდა. ანიმაციურმა შოუმ მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა და მას დღემდე ურიცხვი გულშემატკივარი ჰყავს.