მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავი ქეთი მელუა დედა გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და პატარა სანდროს პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნა:
“ეს საუკეთესო თვე იყო. ახლა ჩვენ სანდროს მშობლები ვართ. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, სიყვარული არასდროს ყოფილა ასე ძლიერი… თუმცა ტანჯვაც ნამდვილია! ძალიან მადლიერი ვარ ჩემი პარტნიორის, და ჩემი პატივისცემა ასევე მარტოხელა დედებს. და მოფერება სულ სხვაა…”- წერს ქეთი მელუა.
როგორც ცნობილია, ქეთის პირველი ოჯახი ცნობილ სპორტსმენთან დაინგრა და მეორე ქორწინებაში ბედნიერია.მისი მეუღლე, ოლივერი – მეცნიერია, დოქტორი, ნახევრად ქართველი.