პოლიტიკა

მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე, ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებისთვის, ლაშა მძინარაშვილმა საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში გაიმარჯვა

ტაურუსის ისტორიაში პირველად, კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა „ოსკარზე“, ქართველმა ლაშა მძინარაშვილმა გაიმარჯვა. არნოლდ შვარცნეგერის, სილვესტერ სტალონეს, კიანუ რივზისა და ჰოლივუდის ბევრი ლეგენდარული ვარსკვლავის შემდეგ, ქართველი მოცეკვავე, ტაურუსის დაჯილდოებაზე, საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

საუბარია მეთიუ ვონის ფილმზე („The Kings Man”), რომლის მთავარ საბრძოლო სცენაში ლაშა მძინარაშვილმა ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა და მსოფლიო კინო ინდუსტრიის შემქმნელები ქართული ცეკვის უნიკალურობაზე აალაპარაკა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...