პოლიტიკა

MTV Europe Music Awards 2022-ზე ყველაზე მეტი ჯილდო ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მიიღო

 როგორც Rolling Stone-ი წერს,  MTV Europe Music Awards 2022-ზე ყველაზე მეტი ჯილდო ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მიიღო. 

 გამოცემის ინფორმაციით, მომღერალმა გაიმარჯვა ნომინაციებში: საუკეთესო შემსრულებელი, საუკეთესო ვიდეო, საუკეთესო პოპ შემსრულებელი და საუკეთესო ხანგრძლივი ვიდეო.

 ცნობისთვის, ნიკი მინაჟი ჰიპ-ჰოპის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს, ჰარის სთაილზმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ცოცხალი შესრულება“. სხვადასხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს კეი-პოპის ვარსკვლავებმა: ლისამ, ჯგუფებმა Seventeen, BTS და Blackpink.

 დაჯილდოების ცერემონია გერმანიაში, დიუსელდორფში ჩატარდა, მისი წამყვანები კი მომღერალი რიტა ორა და რეჟისორი და მსახიობი ტაიკა ვაიტიტი იყვნენ. ღონისძიებაზე იმღერეს: დევიდ გეტამ და ბებე რექსამ, ავა მაქსმა, კალუშ ორკესტრამ, Gorillaz-მა, Muse-მა, One Republic-მა, Stormzy-მ და სხვებმა.

ასევე ნახეთ

მარიამ ქვრივიშვილი – წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტ ასეთი მაღალი დონის ღონისძიებას უმასპინძლოს მომავალში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აცხდებს რომ, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია