პოლიტიკა

მულტიმედიური გამოფენა ვაჟა-ფშაველას შესახებ

ვაჟა-ფშაველას შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მულტიმედიურ ფორმატში მოამზადა.

ონლაინექსპოზიცია ეროვნულ არქივში დაცულ მრავალფეროვან მასალას მოიცავს – მისი დაბადების ჩანაწერს, ავტოგრაფულ ხელნაწერებს, ფოტოებს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მის მოღვაწეობას, აუდიოწიგნებს, 100 წლის საიუბილეოდ 1961 წელს შექმნილ კინოსიუჟეტს, წიგნებსა და სხვა საარქივო მასალას.

მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) თავის დაბადების თარიღად 1862 წლის 15 მაისს მიიჩნევდა, ამის მიუხედავად, დღემდე მის ბიოგრაფიაში დამკვიდრებული თარიღი 1861 წლის 14 ივლისია (ძველი სტილით).

მულტიმედიური გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...