როგორც ცნობილია, მწერალთა სახლში წიგნის – „ირაკლი აბაშიძე“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის სპონსორი და პროექტის ავტორია ვახტანგ ვეფხვაძე, რედაქტორი და შემდგენელი აკადემიკოსი – ვალერი ასათიანი. ილუსტრაციები დემიკო ლოლაძემ მოამზადა, ხოლო წიგნის დიზაინერი კახა ბახტაძეა.
ცნობისთვის, წიგნში შესულია ირაკლი აბაშიძის ცნობილი ლექსები, ასევე წერილები პოეტის შემოქმედების შესახებ, რომელთა ავტორებიც არიან გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე, ანა კალანდაძე, ნოდარ დუმბაძე, მუხრან მაჭავარიანი, ჭაბუა ამირეჯიბი, სხვა გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი.
წიგნის პრეზენტაციაზე პოეტ-აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძის შემოქმედებსა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე ისაუბრეს მწერალთა სახლის დირექტორმა ნატალია ლომოურმა, აკადემიკოსებმა – ვალერი ასათიანმა და როინ მეტრეველმა, პოეტებმა – ემზარ კვიტაიშვილმა და ლია სტურუამ.