პოლიტიკა

მწერალთა სახლში წიგნის – „ირაკლი აბაშიძე“ პრეზენტაცია გაიმართა

 როგორც ცნობილია, მწერალთა სახლში წიგნის – „ირაკლი აბაშიძე“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის სპონსორი და პროექტის ავტორია ვახტანგ ვეფხვაძე, რედაქტორი და შემდგენელი აკადემიკოსი – ვალერი ასათიანი. ილუსტრაციები დემიკო ლოლაძემ მოამზადა, ხოლო წიგნის დიზაინერი კახა ბახტაძეა.

ცნობისთვის, წიგნში შესულია ირაკლი აბაშიძის ცნობილი ლექსები, ასევე წერილები პოეტის შემოქმედების შესახებ, რომელთა ავტორებიც არიან გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე, ანა კალანდაძე, ნოდარ დუმბაძე, მუხრან მაჭავარიანი, ჭაბუა ამირეჯიბი, სხვა გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი.

წიგნის პრეზენტაციაზე პოეტ-აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძის შემოქმედებსა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე ისაუბრეს მწერალთა სახლის დირექტორმა ნატალია ლომოურმა, აკადემიკოსებმა –  ვალერი ასათიანმა და როინ მეტრეველმა, პოეტებმა – ემზარ კვიტაიშვილმა და ლია სტურუამ.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...