პოლიტიკა

Netflix-მა პოპულარული სერიალის, Emily in Paris-ის, მე-3 სეზონის ახალი, სრული ტრეილერი გაავრცელა

 Netflix-მა პოპულარული სერიალის, Emily in Paris-ის, მე-3 სეზონის ახალი, სრული ტრეილერი გაავრცელა.

როგორც ჩანს, პარიზი, მოდა და სასიყვარულო სამკუთხედი ისევ ემილის ცხოვრების ნაწილია. ტრეილერი გვიჩვენებს, რომ  ემილის ამ ეტაპზე გაცილებით  რთული არჩევანის გაკეთება უწევს პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში. სეზონის მთავარი თემა ერთ პატარა კითხვაში ჩანს, რომელსაც ემილი ფრანგული ენის კლასში წინადადების თარგმნის დროს კითხულობს: “არ არჩევაც არჩევაა?”

ცნობისთვის,სერიალის მე-3 სეზონი 10 ეპიზოდისგან შედგება და მათი ნახვა მაყურებელს 21 დეკემბრიდან ნეტფლიქსზე შეეძლება. ასევე, ამ სეზონს გაგრძელებაც ექნება და ნეტფლიქსი სერიალის ფანებს მეოთხე სეზონსაც შესთავაზებს.

შეგახსენებთ, Emily in Paris-ის პირველი სეზონის გამოსვლიდან 28 დღეში სერიალს 58-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.  მან ყველაზე ყურებადი სერიალების ათეულში უკან ჩამოიტოვა ისეთი წარმატებული პროექტებიც კი, როგორიც “გრეის ანატომია” და “კრიმინალური აზროვნებაა”. ასევე,  ემის დაჯილდოებაზე Emily in Paris  ორ ნომინაციაში იყო წარდგენილი. 

 

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია