პოლიტიკა

ნეტფლიქსი სტეინბეკის წიგნზე “ედემის აღმოსავლეთით” სერიალს იღებს

ამერიკული ლიტერატურის კლასიკის — ჯონ სტეინბეკის რომანის ”ედემის აღმოსავლეთით” მიხედვით ნეტფლიქსი სერიალს იღებს.

სერიალის სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი ზოი კაზანი იქნება, რომლის ბაბუამაც, ელია კაზანმა 1955 წელს პირველად გადაიღო ამავე წიგნის მიხედვით ფილმი და სწორედ მასში შესრულებული როლით გაიცნო ფართო საზოგადოებამ შემდგომში უკვე ლეგენდად ქცეული მსახიობი — ჯეიმს დინი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება სერიალის რეჟისორი, მაგრამ ვიცით, რომ მასში ერთ-ერთ მთავარ როლს ფლორენს პიუ შეასრულებს, რომელმაც მაყურებელს უკვე დაამახსოვრა თავი ფილმებით მიდსომარი, პატარა ქალები და შავი ქვრივი.

 

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია