პოლიტიკა

ნიდერლანდებთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ადასტურებს.

მიზეზი კი 24 აგვისტოს, ნიდერლანდებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს მიღებული ტრავმა გახდა, რის გამოც შენგელიას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„თორნიკეს არყოფნას, რა თქმა უნდა, ვერ ავანაზღაურებთ, თუმცა აუცილებლად ვიპოვით გზას, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ და შედეგის მისაღწევად ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.

შენგელიამ ტრავმა შეხვედრის მესამე პერიოდში, ბურთის ჩაჭრისა და სწრაფ შეტევაში გაქცევის შემდეგ მიიღო. ის მეტოქესთან შეჯახების შემდეგ უხერხულად დაეცა და მხარი დაიზიანა. თამაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 77-66 დასრულდა. გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სწორედ თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 21 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს იტალიასთან, ქალაქ ბრეშაში, 27 აგვისტოს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის მატჩები კი თბილისში 1-ელ სექტემბერს დაიწყება.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია