ნინი ბრეგვაძე ამერიკული მეგაშოუ The Voice-ის Top-12 მონაწილეს შორის მოხვდა.
ქართველმა კონკურსნტმა ბრიტანელ-ამერიკელი მომღერლის, ბიშოპ ბრიგსის სინგლი River შეასრულა და კვლავაც ჟიურის წევრების აღფრთოვანება და დარბაზის მქუხარე ტაში დაიმსახურა.
„უღრმესი მადლობა ჩემს მწვრთნელს – ნაილს, რომ ასე სჯერა ჩემი! მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის და შევხვდებით ლაივებზე“, – დაწერა ნინიმ სოციალურ ქსელში.