Breaking News

“ქალბატონო” თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას და არ გესაქმებათ არაფერი ჩვენს სფეროსთან! – ანიტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს

ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანის მიმართავს და  კონსერვატორიაში დაანონსებულ შესაძლო “რეფორმებზე” სოციალურ ქსელში პასუხობს – “არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან”, – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

“ქალბატონო” თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას და არ გესაქმებათ არაფერი ჩვენს სფეროსთან! მრავალი წლის განმავლობაში პირველად მომწონს კონსერვატორიის ხელმძღვანელობა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამინდელი კონსერვატორიის ხელმძღვანელობა არ ასრულებს თქვენს დავალებებს და ამიტომ აწყობთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ჩვეულებრივ რეპრესიებს! ვინც თქვენ არ გემორჩილებათ, ყველას რეპრესიები მიუწყეთ და ყველას ემუქრებით და თავს ესხმით სიტყვიერად თუ ფიზიკურად! ძალიან ნაცნობი ხელწერაა სამწუხაროდ”, – წერს ის.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში “რეფორმას” აანონსებს. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზია და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.

Check Also

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია