ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი (ცნობილი ფსევდონიმით Diddy) ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაკავებული.
პროკურატურის მტკიცებით, კომბსი ბრალდებულია რამდენიმედღიანი დახურული ღონისძიებების დროს დიდი ოდენობის ნარკოტიკის
მოხმარებასა და ამ ღონისძიებებზე სექსტრეფიკინგში. გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებზე მყოფ ქალებს ხშირ შემთხვევაში სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ და ნარკოტიკს მათი ნების საწინააღმდეგოდ აძლევდნენ.
პროკურორების მტკიცებით, რეპერი წვეულებებზე გადაღებულ ვიდეოებს მანიპულაციისა და შანტაჟისთვის იყენებდა. პროკურატურა ამბობს, რომ ცნობილ რეპერთან ერთად ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებიც იყვნენ ჩართული, თუმცა ამ დროისთვის არავინაა დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ წვეულებებს ჰოლივუდის ცნობილი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
თავად მუსიკოსი ბრალდებებს უარყოფს.