ლოს ანჯელესში ოსკარით რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა, სადაც ტრიუმფატორი რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის “ოპენჰაიმერი გახდა.
მსახიობმა კილიან მერფიმ Oppenheimer-ში შესრულებული მთავარი როლისთვის, წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში მიიღო ოსკარი და ასევე ის გახდა პირველი ირლანდიელი მსახიობი ვისაც ოდესმე ეს ჯილდო მიღია.
წლის საუკეთესო კინოსურათი Oppenheimer გახდა.
საუკეთესო კინომსახიობი ქალის კატეგორიაში ოსკარი გადაეცა ემა სტოუნს Poor Things-ში შესრულებული როლისთვის.
ოსკარი საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ქალებს შორის გადაეცა Da’Vine Joy Randolph The Holdovers-ში შესრულებული როლისთვის.ხოლო იმავე კატეგორიაში მამაკაცებს შორის ჯილდო მიიღო რობერტ დაუნი უმცროსმა Oppenheime-ში შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო კინორეჟისორის კატეგორიაში Oppenheimer-ის რეჟისორმა, კრისტოფერ ნოლანმა გაიმარჯვა.
ოსკარი საუკეთესო კინომუსიკისთვის გადაეცა Barbie -ს სიმღერისთვის, What Was I Made For – ამ სიმღერაზე ბილი აილიშმა იმუშავა. საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა ნამუშევარმა სახელად – 20 Days in Mariupol.
საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა Jonathan Glazer-ის ისტორიულმა დრამამ, The Zone of Interest.