პოლიტიკა

რიანა და A$AP Rocky მეორე შვილს ელოდებიან

რიანა Super Bowl-ზე გამოჩნდა და საზოგადოებას შეატყობინა, რომ ის და A$AP Rocky მეორე შვილს ელოდებიან. ორსულმა მომღერალმა სცენაზე We Found LoveWhere Have You BeenDiamonds და სხვა ცნობილი ჰიტები შეასრულა და მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

შეგახსენებთ, რომ რიანასა და A$AP Rocky-ს 9 თვის წინ ბიჭი შეეძინა. რაც შეეხება Super Bowl-ზე მონაწილეობას, რიანას თქმით, ამაზე ბევრი იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ სცენაზე გამოსულიყო. “როცა დედა ხდები, ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. Super Bowl ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა და ამ გამოწვევის მიღება ჩემთვის ამაღელვებელია. მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა ეს დაინახოს”, — განაცხადა რიანამ.

ასევე ნახეთ

ბრაზილიის პოლიციამ ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთა

ბრაზილიის პოლიციის  გაცხადებით, ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთეს. რიო დე ჟანეიროს მერიის ცნობით, კონცერტს 2.1 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია