Breaking News

საქართველოში სამხედრო ტიპის მუზეუმი შეიქმნება

კულტურის კომიტეტის სხდომაზე „მუზეუმების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით განიხილეს.


​როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ელისო ბოლქვაძემ განმარტა, კანონპროექტის მიღების შემდგომ, შესაძლებელი იქნება სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნა.


„კანონპროექტში სამხედრო მუზეუმი განიმარტება, როგორც ღია სივრცეში ან/და დახურულ შენობაში განთავსებული მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალების და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

Check Also

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია