პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით გადაღებული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს

 როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 24-27 ნოემბერს ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით გადაღებული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.

 ღონისძიება ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება. 24 ნოემბერს, 19:00 საათზე, რეტროსპექტივა გაიხსნება 1969 წელს გადაღებული მხატვრული ფილმით „დიდოსტატის მარჯვენა“. 25, 26 და 27 ნოემბერს ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმები: „ვედრება“ (1967, რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „ცოტნე დადიანი“ (1971, რეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი), „თავადის ქალი მაია“ („ერთი ცის ქვეშ“) (1961, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე), „ნატვრის ხე“ (1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „ტარიელ გოლუა“ (1968, რეჟისორი ლევან ხოტივარი), „მზე შემოდგომისა“ (1973, რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი).

 ცნობისთვის, კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია