პოლიტიკა

სათამაშოების ახალი თავგადასავალი – დისნეიმ Toy Story-ის მე-5 ნაწილი დააანონსა

დისნეის CEO-მ, ბობ იგერმა, ახლახან დააანონსა, რომ Toy Story-ის მე-5 ნაწილი გამოვა. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მისი თქმით, დამატებით ინფორმაციას მალე გაუზიარებენ საზოგადოებას.

ანიმაციური ფილმის პირველი ნაწილი ეკრანზე 1995 წელს გამოვიდა და მალევე გახდა პოპულარული, საერთო ჯამში კი უკვე მისი ოთხი ნაწილია გამოსული, რომელმაც მილიარდზე მეტი მოგება მოიტანა.

ანიმაციური ფილმის მეოთხე ნაწილის საოცარი წარმატების შემდეგ, რომლის შემოსავალი $1,7 მილიარდია, გასაკვირი არაა, დისნეიმ მე-5 ნაწილის გადაღებაც რომ გადაწყვიტა, რითაც მულტფილმის ფანებიც გაახარა.

ასევე ნახეთ

ხავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას

ოსკაროსანი მსახიობი ხავიერ ბარდემი მონაწილეობას ახალ სერიალში “Cape Fear”-ში მიიღებს , სერიალი Apple TV+-ზე გამოვა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია