პოლიტიკა

Screen Rant – „აკადემია ამბრელას“ ფინალურ სეზონში მხოლოდ 6 სერია იქნება

Netflix-ის სერიალის „აკადემია ამბრელა“ ბოლო, მეოთხე სეზონში მხოლოდ 6 სერია იქნება. ამის შესახებ Screen Rant-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს სერიალის შოურანერმა სტივ ბლექმენმა დაადასტურა. ამასთან, ცნობილია სეზონის პირველი სერიის სახელწოდება – „რაც გინდა იმის მიღების აუტანელი ტრაგედია“. ბლექმენმა შოუს თაყვანისმცემლებს უთხრა, რომ სერიების რაოდენობის წინა სეზონებისთვის ჩვეული 10-დან 6-მდე შემცირების მიუხედავად, მათ თითოეული ეპიზოდი მოეწონებათ.

საკუთარ როლებს დაუბრუნდებიან: ელიოტ ფეიჯი, ტომ ჰოპრი, დევიდ კასტანედა, ემილი რეიევერ-ლამპმანი, რობერტ შიჰანი, ეიდან გალაჰერ, ჯასტინ მინი, რიტუ არა და კოლმ ფიორე. შოუს აღმასრულებელი პროდიუსერი და შოურანერი კვლავ სტივ ბლეკმენი იქნება.

სეზონის პრემიერის თარიღი და სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

„აკადემია ამბრელა“ ცნობილი როკ-ჯგუფის My Chemical Romance-ის ვოკალისტის, ჯერარდ ვეის კომიქსების მიხედვით არის გადაღებული და სუპერძალების მქონე ჰარგრივზების ოჯახის შესახებ მოგვითხრობს.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია