პოლიტიკა

შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალი

შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალის მთავარი პრიზი და ფულადი პრემია, ჟიურის გადაწყვეტილებით, ქართველ კარიკატურისტებს ზაალ სულაკაურს და კემოს (ნიკა კემულარიას) გადაეცათ.

ფესტივალი 5-7 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციის “ART&SOCIETY“ ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასები და ლექციები ქართული კარიკატურის ჟანრის, მისი განვითარებისა და მნიშვნელობის შესახებ. ლექციებს ხელოვნებათმცოდნეები ირინა აბესაძე და სალომე ჭანტურიძე, მასტერკლასებს კი ქართველი და უცხოელი კარიკატურისტები უძღვებოდნენ. უცხოელმა მხატვრებმა კარიკატურის ჟანრთან დაკავშირებით თავიანთი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა, თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა, ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძემ აღნიშნა, ქართული კარიკატურის ფესტივალი, რომელიც 2021 წელს დაარსდა, კარიკატურის ჟანრის განვითარებას და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით გაიზარდა როგორც მონაწილეთა რაოდენობა, ასევე ასაკობრივი ზღვარი. „წელს მოვიწვიეთ უცხოელი კარიკატურისტები – რუმინეთიდან ვალენტინ ჩიბრიდი და თურქეთიდან მენექშენ ქამი, რომელბმაც ზაალ სულაკაურთან და ნიკა კემულარიასთან ერთად საინტერესო მასტერკლასები ჩაატარეს. ეს იყო საუკეთესო გამოცდილება მონაწილეებისთვის“,-აღნიშნა სალომე ჭანტურიძემ.

ფესტივალი საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა დასკვნით ღონისძიებაზე, სადაც წელს პირველად, შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურული პრემიის (3000 ლ) და მთავარი პრიზის გადაცემა მოხდა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია