პოლიტიკა

Სტეფანეს კონცერტი ნიუ იორკში, ვებსტერ ჰოლში გაიმართება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნიუ იორკში პოპულარული ქართველი პოპ მომღერლის, სტეფანეს კონცერტი გაიმართება. 

 ცოცხალი წარმოდგენა ნიუ იორკის ლეგენდარულ სივრცეში, ვებსტერ ჰოლში გაიმართება, რომელიც  ისეთი მომღერლების მუსიკალური წარმოდგენების მასპინძელი ყოფილა, როგორიცაა: მადონა, ტინა ტერნერი, პრინცი, U2, აეროსმიტი, სტინგი, ბბ კინგი, მიკ ჯაგერი, ჯეიზი და სხვა..

სტეფანე პირველი ქართველი მომღერალია,  რომელიც  ლეგენდარულ  სივრცეში 1500-მდე მსმენელის წინაშე გამართავს ცოცხალ  მუსიკალურ წარმოდგენას ბენდთან ერთად. 

სტეფანე  მისი უნიკალური მუსიკალური სტილით გამოირჩევა. ნიუ იორკში გამართული წარმოდგენა ქართული დიასპორისთვის ის იშვიათი შესაძლებლობაა, როდესაც საშუალება ეძლევათ,  ქართველი  მომღერალის ცოცხალი შესრულება მოისმინონ.. 

  „აღფრთოვანებულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ  სტეფანეს კონცერტს ნიუ იორკში.  ეს არის  პლატფორმა, სადაც   ქართული დიასპორა შეხვდება ერთმანეთს და მონატრებულ  ქართული კულტურას. სტეფანეს მუსიკა არის თანამედროვე ჯაზის, ბლუზის და პოპის ელემენტების გამორჩეულად გემოვნებიანი ნაზავი.  სწორედ ამ რეპერტუარს,  ბენდის წევრებთან ერთად შეასრულებს  დამსწრე აუდიტორიის წინაშე, პროგრამაში იქნება  მისი ყველა ჰიტი და რამდენიმე სიმღერა ახალი ალბომიდან. Მოხარულები ვართ, რომ ამ შთაბეჭდილების გაზაირებას შევძლებთ ნიუ იორკის აუდიტორიისთვის“. – აცხადებს კონცერტის ორგანიზატორი, Emolas Corporation-ის დამფუძნებელი, სალომე ლილუაშვილი  

 ღონისძიება კომპანია “ გლობალაიზის” მხარდაჭერით იმართება, რომელიც თავის მხრივ, ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებაში ეხმარება. Სტეფანეს კონცერტის დაწყებამდე, დღის განმავლობაში, ვებსტერ ჰოლში გაიმართება გლობალაიზის კონფერენცია და საექსპორტო პროდუქციის გამოფენა. 

ღონისძიების სპონსორია გუმბათი ჰოლდინგი

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია  1 აპილიდან, ვებგვერდზე: 

www.websterhall.com

Დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ 

 

Საკონტაქტო ინფორმაცია : 

Სალომე ლილუაშვილი 

emolascorporation@gmail.com

+19295859533

 

Სალომე კუკავა

Globalize

555440150

salome@globalize.ge

ასევე ნახეთ

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: …

ჩანთების ონლაინ მაღაზია