პოლიტიკა

სუპერმოდელი ტატიანა პატიცი გარდაიცვალა

90-იანი წლების სამოდელო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე, სუპერმოდელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავი 11 იანვარს ჟურნალმა Vogue-მა გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ტატიანა პატიცი 1966 წლის 25 მარტს გერმანიაში დაიბადა. პატიცმა სამოდელო კარიერა 80-იან წლებში დაიწყო და განსაკუთრებულ წარმატებას 90-იან წლებში – სუპერმოდელების ეპოქად აღიარებულ პერიოდში მიაღწია. ის მონაწილეობდა მოდის ინდუსტრიის წამყვანი დიზაინერების ჩვენებებში, მისი ფოტო კი დაიბეჭდა ისეთი ცნობილი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიც არის – Vogue,  Elle და Harper’s Bazaar.

აღსანიშნავია, რომ ტატიანა პატიცი 90-იანი წლების იმ სუპერმოდელების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც პოდიუმზე უახლეს წარსულშიც გამოჩნდნენ. სუპერმოდელის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია