პოლიტიკა

9-11 მაისს თბილსში რიგით 26-ე ჯაზფესტივალი ჩატარდება

9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თიბისი კონცეპტი“ და „ისთერნ პრომოუშენსი“ ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ.

წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

9 მაისი

20:00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – ლუკა თოფურია და მისი ბენდი;

21:00 „სთარ სთეიჯი“- „ჯაზზ თეიქს სუპერგრუპ“ (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason).

10 მაისი

20:00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი;

21:00 „სთარ სთეიჯი“ – გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”).

11 მაისი

20:00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju);

21:00 „სთარ სთეიჯი“ – ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever).

როგორც „თიბისიში“ განმარტავენ, წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ამასთან, განმარტავენ, რომ ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები:

ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“.

კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა.

 

კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა.

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.

ასევე ნახეთ

ოსკარის დაჯილდოების რიგით 97-ე ცერემონია გაიმართა

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში “ოს­კა­რით“ და­ჯილ­დო­ე­ბის რიგით 97-ე ცე­რე­მო­ნია. პრეს­ტი­ჟუ­ლი კი­ნოპ­რე­მია ოცზე მეტ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­ცა. კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ 2024 წლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია