პოლიტიკა

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 10 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” შტეფან ტოლცის ახალი ფილმის პრემიერა შედგება სახელწოდებით – “პორტი, რომელიც არ აშენდა”

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 10 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” შტეფან ტოლცის ახალი ფილმის პრემიერა შედგება სახელწოდებით – “პორტი, რომელიც არ აშენდა”.

პროექტი ART და ZDF- თან ერთად განხორციელდა. ფილმის საერთაშორისო პრემიერა საფრანგეთსა და გერმანიაში უკვე გაიმართა.

“პორტი, რომელიც არ აშენდა” რეჟისორ შტეფან ტოლცის მე-4 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია საქართველოს შესახებ. დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს პროექტზე – ანაკლიის პორტსა და მის ირგვლივ განვითარებულ პოლიტიკურ თუ ადამიანურ ამბებზე.

რეჟისორი ფილმს პორტის პროექტის დაწყების დღიდან, ART და ZDF მჭიდრო თანამშრომლობით იღებდა. რამდენიმე წლიან ისტორიაში გადმოცემულია ანაკლიის ისტორიის არაერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, როგორც ანაკლიისპ როექტის ავტორი, მამუკა ხაზარაძეა.

შტეფან ტოლცი საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმები 1993 , 2002, 2013, 2022 წლებშიც აქვს გადაღებული.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია