პოლიტიკა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს კიდევ ერთი კუთხის სახლი შეემატება

 თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ , კიდევ ერთი კუთხის, სვანეთის სახლი შეემატება. ცნობილია,რომ ეს სვანური სახლი რამდენიმე საუკუნის წინ აშენდა.

 მაჩუბი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სვანური კოშკის გვერდით განთავსდება. სვანეთიდან მისი დემონტაჟისა და ტრანსპორტირების პროცესში შესაბამისი სპეციალისტები და არქიტექტორები არიან ჩართულნი.

ცნობისთვის, მუზეუმში ამ დრომდე მხოლოდ კოშკი იდგა.

ასევე ნახეთ

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი აირინ კარა გარდაიცვალა

 ამერიკელი მომღერალი და მსახიობი აირინ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. …