პოლიტიკა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

 თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. თეატრ „ასტანა ბალეტის“ დასმა წარმოადგინა დადგმა „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“, რომელიც ქორეოგრაფების – აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის სხვადასხვა ქორეოგრაფიულ მინიატიურას აერთიანებს.
  ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. საიუბილეო საღამოს დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თამარ წულუკიძე.
 ცნობისთვის, თეატრი „ასტანა ბალეტი“ ყაზახეთის წამყვანი თეატრი და ცენტრალური აზიის საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. „ასტანა ბალეტი“ კლასიკას, თანამედროვე ქორეოგრაფიასა და ეროვნულ მახასიათებლებს აერთიანებს.

ასევე ნახეთ

ჰოლანდიის გალერეის “სამოყვარულო” ძარცვა – ენდი უორჰოლის მოპარული და დაზიანებული პრინტები

ქურდებმა პარასკევს დილით, ნიდერლანდებში, ოისტერვიიკში, MPV გალერეა გაძარცვეს. ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით მათ ააფეთქეს კარები და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია