პოლიტიკა

„თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეებს. წელსაც, 5-6 ოქტომბერს გაიმართება „თბილისობა“. ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე მივაწვდით საზოგადოებას. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი და ერთად აღვნიშნოთ თბილისობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ

28 და 29 სექტემბერს ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი“ გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება. როგორც თბილისის მერმა კახა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია