პოლიტიკა

The Hollywood Reporter – Disney “პრინცესას დღიურების” მე-3 ნაწილს იღებს

 Disney-მ გადაწყვიტა, მია თერმოპოლისის შესახებ მესამე ფილმიც გადაიღოს. სცენარზე მუშაობა უკვე დაიწყო, თუმცა ენ ჰეთეუეი ჯერჯერობით ოფიციალურად ჩართული არაა პროცესში. მიუხედავად ამისა, მსახიობმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ფილმის მიმართ, ამიტომ ყველა იმედოვნებს, რომ კვლავ იხილავენ პრინცესა მიას როლში.

“არა მხოლოდ გამიხარდება, არამედ მხარსაც აქტიურად ვუჭერ,” — განაცხადა ჰეთეუეიმ. —”თუკი არსებობს შანსი, რომ ჯული ენდრიუსიც ჩავრთოთ ფილმში, ამასაც მოვახერხებდით, თუნდაც იქ წასვლა დაგვჭირვებოდა, სადაც ჯულია.”

 შეგახსენებთ, 2001 წელს გადაღებულ პრინცესას დღიურების პირველ ნაწილში ჰეთეუეი მორცხვი, დაბნეული ამერიკელი თინეიჯერის როლს ასრულებდა, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ ევროპაში მდებარე ქვეყნის, ჟენოვიის, პრინცესა და ტახტის მემკვიდრეა. მართალია, ჟენოვია გამოგონილი სახელმწიფოა, მაგრამ ამას მაყურებლისთვის ხელი არ შეუშლია, დამტკბარიყო პრინცესასა და სამეფო კარის წევრების თავგადასავლებით.

ცნობისთვის, ფილმი მეგ ქებოტის წიგნის მიხედვით გადაიღეს და ენთან ერთად მასში მონაწილეობდა ჯული ენდრიუსიც. პირველმა ფილმმა სტუდიოს $165,3 მილიონი მოუტანა, ხოლო მისმა გაგრძელებამ პრინცესას დღიურები: სამეფო ნიშნობა — $134,7 მილიონი.

ასევე ნახეთ

ხავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას

ოსკაროსანი მსახიობი ხავიერ ბარდემი მონაწილეობას ახალ სერიალში “Cape Fear”-ში მიიღებს , სერიალი Apple TV+-ზე გამოვა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია