კანადელი მომღერალი The Weeknd ფსევდონიმის გამოყენებას აღარ აპირებს და კარიერას აბელ ტესფაიეს, საკუთარი ნამდვილი სახელით გააგრძელებს.
ბოლი პერიოდში მან ტესფიაემ განაცხადა, რომ The Weeknd-ის “მოკვლა” სურს.
“განწმენდის გზას ვადგავარ. ჩემი ცხოვრების იმ თავს ვუახლოვდები, რომელშიც The Weeknd უნდა დასრულდეს. მე კვლავ დავწერ მუსიკას, შესაძლოა აბელის სახელით, შესაძლოა რამე ახალი ფსევდონიმით, მაგრამ The Weeknd-ის “მოკვლა” მსურს. აუცილებლად გამოვიცვლი კანს და ხელმეორედ დავიბადები”. – განაცხადა მომღერალმა გამოცემა W Magazine-თან ინტერვიუში.
თუმცა წლის ბოლომდე ის ფსევდონიმით ერთ ალბომს კიდევ გამოუშვებს. აბელმა ბედი მსახიობობაშიც ცადა. ძალიან მალე, 4 ივნისს HBO-ს ეთერში ახალი სერიალი The Idol გამოვა, რომელშიც მომღერალი მთავარ როლს შეასრულებს.