პოლიტიკა

The Witcher-ის გულშემატკივრები სერიალში ჰენრი კავილის დაბრუნებას პეტიციით ითხოვენ

 The Witcher-ის მე-4 სეზონში სერიალის მთავარი გმირის, გერალტის როლს ჰენრი კავილი აღარ შეასრულებს. The Witcher-ის მე-4 სეზონში ჰენრი კავილის ნაცვლად ლიამ ჰემსვორტი ითამაშებს. მე-3 სეზონში კი, რომელიც ჯერ არ გამოსულა, გერალტს კვლავ ჰენრი კავილი განასახიერებს.

 სერიალიდან ჰენრი კავილის წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა, რომლითაც The Witcher-ის გულშემატკივრები სერიალში ჰენრი კავილის დაბრუნებას ითხოვენ.

  ამ დროისთვის პეტიციას 137 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, რომლებიც Netflix-ს აფრთხილებენ, რომ მე-3 სეზონის შემდეგ თუ სერიალში კავილი არ დაბრუნდება, შოუ მაყურებლების დიდ ნაწილს დაკარგავს.

 ცნობისთვის, The Witcher-ის მე-3 სეზონის პრემიერა 2023 წელს იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

ასევე ნახეთ

ბრაზილიის პოლიციამ ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთა

ბრაზილიის პოლიციის  გაცხადებით, ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთეს. რიო დე ჟანეიროს მერიის ცნობით, კონცერტს 2.1 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია