პოლიტიკა

Warwick Prize for Women in Translation-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე დიანა ანფიმიადის ლექსების კრებულია წარდგენილი

  Warwick Prize for Women in Translation-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წარდგენილია დიანა ანფიმიადის ლექსების კრებული — რატომ აღარ ვწერ ლექსებს  .

 როგორც ცნობილია, უორვიკის პრემია ქალთა თარგმანში ყოველწლიურად ლიტერატურული ნამუშევრების ინგლისურენოვან თარჯიმნებს გადაეცემათ, ხოლო შერჩეული ტექსტი დიდი ბრიტანეთის ან ირლანდიის გამომცემლობის მიერ უნდა იყოს გამოქვეყნებული. პრემია 2017 წელს უორვიკის უნივერსიტეტმა დააწესა და გამარჯვებული უკვე მე-6 წელია, ჯილდოდ 1000 ფუნტს (1147 დოლარს) იღებს.

 დიანა ანფიმიადის რატომ არ ვწერ ლექსებს ქართულ-ინგლისურად 2022 წელს გამოიცა. ინგლისურად ლექსები ნატალია ბუკია-პეტერსმა და პოეტმა ჯინ სპრაკლენდმა თარგმნეს. აღსანიშნავია, რომ რატომ აღარ ვწერ ლექსებს ავსტრიულმა გამომცემლობამაც დაბეჭდა. კრებულმა გერმანულენოვანი მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა.

 ყოველწლიური დაჯილდოება ნოემბერში გაიმართება.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...