პოლიტიკა

წყალბურთელთა ნაკრების პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გახსნითი მატჩი ბრაზილიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 14:10 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა დეიან სტანოიევიჩის გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. წინასწარ ფავორიტად მიჩნეულმა ქართველებმა ვერც პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს და ვერც – მეორის. დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ – 5:5.

მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 6:3 მოიგო, ბოლო რაუნდში კი სამხრეთ ამერიკელებს თამაშის შემოტრიალების საშუალება არ მისცა.

მსოფლიო ჩემპიონატის საწყის ეტაპზე გუნდები ოთხ ჯგუფად არიან გაყოფილნი. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გადის. ბრაზილიის დამარცხებით საქართველოს ნაკრებმა მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

საქართველო: შუბლაძე (რაზმაძე), ადეიშვილი (1), დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე (1), იელაჩა (2), ჯახაიასარიჩი (4), იმნაიშვილი, ვაპენსკი (4), ბარალდივასიჩი.

ასევე ნახეთ

თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება

თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი საქართველოს წიგნის …