პოლიტიკა

ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეა

ფეხბურთის სტატისტიკის და ანალიტიკის ვებგვერდის, SofaScore-ის შეფასებით, ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგს ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს.

ერთა ლიგაზე ჩატარებული 4 ტურის შემდეგ, საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას 10-ბალიან სისტემაში 8,20 ქულა დაუგროვდა. გიბრალტართან და გასვლაზე ბულგარეთთან 8,5 ქულა დაიმსახურა, ბულგარეთთან სახლში – 8,2 ქულა.

21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ყველაზე დაბალი შეფასება, 7,6 ქულა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასვლაზე მოგებულ (0:3) მატჩში მიიღო – რაც უცნაური შეფასებაა, რადგან ხვიჩამ ეს მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

ერთა ლიგის ტოპ-5 მოთამაშის რეიტინგი

1 ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო 8,2

2 ჰაკან ჩალჰანოღლუ, თურქეთი 8,18

3 რობერტსი სავანიექსი, ლატვია 8,07

4 მანორ სოლომონი, ისრაელი 8,03

5 ჯონ მაკგინი, შოტლანდია 8,03

ასევე ნახეთ

დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია