პოლიტიკა

ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის ფარგლებში, 2023 წლის ივნისში, თბილისში, პირველად European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება

 ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის ფარგლებში, 2023 წლის ივნისში, თბილისში, პირველად European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება. საქართველოში ჩამოვლენ და ღონისძიებას დაესწრებიან ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტები, ექსპერტები, აქტივისტები, როგორც მთელი ევროპიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. სტუმრები აქტიურად ჩაერთვებიან და თავიანთ წვლილს შეიტანენ ZEG-ის პანელებსა და დისკუსიებში.

“ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ZEG-ის ფესტივალის ფარგლებში ევროპის პრესის დაჯილდოების ცერემონია მშვენიერ თბილისში ჩავატაროთ. საქართველო არის ევროპული კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინზე და ხშირად სწორედ ამიტომ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო ზეწოლის ქვეშ იმყოფება. გამორჩეული ჟურნალისტიკა, როგორც ეს წლების განმავლობაში პრესის პრემიაზეც გამოჩნდა, ხშირად სწორედ ასეთი ზეწოლის ქვეშ და ამის გამო იქმნება, ამიტომ თბილისი არის ადგილი, სადაც უნდა და გვინდა, რომ ვიყოთ!”, — აღნიშნა  European Press Prize-ის დირექტორმა თომას ვან ნეერბოსმა.

ასევე ნახეთ

რიგით 96-ე ოსკარებით დაჯილდოება და წლის ტრიუმფატორები

ლოს ან­ჯე­ლეს­ში ოს­კა­რით რი­გით 96-ე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია ჩატარდა, სა­დაც ტრი­უმ­ფა­ტო­რი რე­ჟი­სორ კრის­ტო­ფერ ნო­ლა­ნის “ოპე­ნ­ჰა­ი­მე­რი გახ­და. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია