პოლიტიკა

ადამიანების მიერ შესრულებულ ამოცანებს ხელოვნური ინტელექტი (AI) შეასრულებს

გლობალური ბანკები მომდევნო სამიდან ხუთ წელიწადში 200,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავენ, რადგან ადამიანების მიერ შესრულებულ ამოცანებს ხელოვნური ინტელექტი (AI) შეასრულებს.

ინფორმაციას Bloomberg კომპანია BI-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

BI-ის კვლევა კომპანიებს, Citigroup Inc.-ს, JPMorgan Chase & Co.-სა და Goldman Sachs Group Inc.-ს მოიცავს.

ბანკების IT და ტექნოლოგიურ განყოფილებათა ხელმძღვანელის გამოკითხვით დადგინდა, რომ სამუშაო ძალა, საშუალოდ, 3%-ით შემცირდება. ყველაზე მოწყვლადი ბექ-ოფისის, შუა ოფისისა და ოპერაციული განყოფილებების პერსონალია.

ცვლილებებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მომხმარებელთა მომსახურებაზე, სადაც ბოტები კლიენტების ფუნქციებს შეითავსებენ, ასევე, დავალებებზე, რომლებიც „იცოდე შენი კლიენტის“ პროცედურას უკავშირდება.

93-დან, დაახლოებით, მეოთხედი რესპონდენტი უფრო დიდ, პერსონალის 5%-დან 10%-მდე შემცირებას პროგნოზირებს.

ანგარიშში სექტორის ძირითადი ცვლილებებიც ხაზგასმულია, რაც ბანკების შემოსავლის ზრდას გამოიწვევს. კერძოდ, BI-ის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის მიერ გამომუშავებული პროდუქტიულობის ზრდის შედეგად 2027 წელს ბანკების გადასახადებამდელი მოგება, დამატებით, 12-17%-ით გაიზრდება, რაც მათ 180 მლრდ დოლარს მოუტანს. ათიდან რვა რესპონდენტი მოელის, რომ გენერაციული AI პროდუქტიულობას გააუმჯობესებს და სამიდან ხუთ წელიწადში შემოსავალს 5%-ით ან მეტად გაზრდის.

ცნობისთვის: ივნისში Citigroup-მა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი საბანკო ბიზნესში, სხვა ნებისმიერ სექტორთან შედარებით, ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს. კომპანიის მონაცემებით, საბანკო სექტორში სამუშაო ადგილების, დაახლოებით, 54%-ს ავტომატიზაციის მაღალი პოტენციალი აქვს.

ასევე ნახეთ

მეცნიერებმა 422 მილიონი წლის წინანდელი ცოცხალი ორგანიზმის უჯრედისგან თაგვი შექმნეს

მკვლევრებმა შექმნეს თაგვის ფუნქციური ღეროვანი უჯრედები ორგანიზმის 422 მილიონი წლის წინანდელი უჯრედისგან, რომლის ცოცხალ თაგვად …

ჩანთების ონლაინ მაღაზია