ქარვა, მინერალად ქცეული ფისია, რომელიც ადრე 6 კონტინენტზე, ახლა კი ანტარქტიდაზეც არის აღმოჩენილი. 2017 წლის ექსპედიციაზე, ამუნდსენის ზღვის 946 მეტრი სიღრმიდან ამოღებული ნიმუშის , “პაინ-აილენდის ქარვა” აღმოჩნდა. ეს ქარვა 90 მილიონი წლის წინანდელი ეკოსისტემის შესახებ ინფორმაციას იძლევა, რაც აჩვენებს, რომ ადრე 7-ივე კონტინენტზე ფისის წარმომქმნელი ხეებისთვის ხელსაყრელი პირობები იყო. მეცნიერებმა ქარვის შესწავლა მიკროსკოპის საშუალებით შეძლეს და დაადგინეს, რომ ის ხის მერქანს შეიცავს, რომელშიც შესაძლოა მიკროორგანიზმების კვალი არსებობდეს.
ასევე ნახეთ
2023 წელს მიღებული სიგნალი კოსმოსიდან გაშიფრულია
2023 წლის მაისში დედამიწამ მიიღო იდუმალი სიგნალი ExoMars Trace Gas Orbiter-დან, რომელის დაფიქსირებაც სამმა ობსერვატორიამ …