პოლიტიკა

მეცნიერებმა 422 მილიონი წლის წინანდელი ცოცხალი ორგანიზმის უჯრედისგან თაგვი შექმნეს

მკვლევრებმა შექმნეს თაგვის ფუნქციური ღეროვანი უჯრედები ორგანიზმის 422 მილიონი წლის წინანდელი უჯრედისგან, რომლის ცოცხალ თაგვად გარდაქმნა შეიძლება. ეს მიღწევა Choanoflagellate-ების, ერთუჯრედიანი ორგანიზმების, გენეტიკური მასალის გამოყენებით მოხდა. კვლევა ახალ ინფორმაციას იძლევა ღეროვანი უჯრედების წარმოშობის შესახებ, და ცხოველებსა და მათ ერთუჯრედიან ნათესავებს შორის ევოლუციურ კავშირებს აჩვენებს.

ალექს დე მენდოზას თქმით, „ჩვენი ერთუჯრედიანი წინაპრების ბიოლოგიური მასალისგან თაგვის შექმნა გვაფიქრებს ევოლუციის უწყვეტობაზე.“ დე მენდოზამ აღმოაჩინა, რომ Choanoflagellate-იებს აქვთ ისეთი გენები, რომლებიც ღეროვან უჯრედებს ნებისმიერ უჯრედად დიფერენცირების საშუალებას აძლევს.

კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია რეგენერაციული მედიცინისა და უჯრედების რეპროგრამირების ახალ შესაძლებლობებში. მას შეუძლია რევოლუცია მოახდინოს რეგენერაციულ მედიცინაში. ეს ღეროვანი უჯრედების თერაპიის დახვეწისა და უჯრედების რეპროგრამირების ახალ გზებს გვთავაზობს

 

ასევე ნახეთ

2023 წელს მიღებული სიგნალი კოსმოსიდან გაშიფრულია

2023 წლის მაისში დედამიწამ მიიღო იდუმალი სიგნალი ExoMars Trace Gas Orbiter-დან, რომელის დაფიქსირებაც სამმა ობსერვატორიამ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია