პოლიტიკა

ნოემბრის ციური მოვლენები: არ გამოტოვოთ 7 ჯადოსნური ასტრონომიული მოვლენა შემოდგომის ცაზე.

ნოემბერი ამაღელვებელი თვეა ციური მოვლენებისთვის, ეს თვე გთავაზობთ მეტეორულურ წვიმებს,სუპერ მთვარეს და პლანეტების უნიკალურ განლაგებას.

ასტრონომიულ მოვლენებზე დაკვირვების მოყვარულებს შეეძლებათ დატკბნენ ისეთი მოვლენებით, როგორიცაა: ტაურიდის და ლეონიდის მეტეორული წვიმები, იუპიტერის მთვარის ოკულტაცია და თახვის სავსე მთვარე.

ნოემრბის თვის ზოგიერთ მოვლენაზე დაკვირვება შესაძლებებლი იქნება როგორც ტელესკოპით ასევე შეუიარაღებელი თვალით.

ტაურიდის მეტეორული წვიმა: 4-5 ნოემბერი.

ტაურიდები, რომლებიც ცნობილია ნელი, მაგრამ კაშკაშა „ცეცხლოვანი ბურთებით“, პიკს ნოემბრისდასაწყისში აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ყველაზე აქტიური მეტეორული წვიმა, ისშეიძლება სანახაობრივი მისი კაშკაშა მეტეორების გამო იყოს.

ჩრდილოეთ ტაურიდების მეტეორული წვიმა: 11-12 ნოემბერი.

ტაურიდების შემდეგ ჩრდილოეთ ტაურიდები პიკს ერთი კვირის შემდეგ აღწევენ. მიუხედავად იმისა, რომ სიხშირე დაბალია (5-10 მეტეორი საათში), კაშკაშა ცეცხლოვანი ბურთების პოტენციალი მას ღირებულ სანახაობად აქცევს.

ლენოიდის მეტეორული წვიმა: 17-18 ნოემბერი.

ლეონიდები, რომლებიც ცნობილია მეტეორული “შტორმებით”, პიკს თვის შუა რიცხვებში მიაღწევენ. იდეალური ბნელი ცის პირობებში, საათში 15-20 მეტეორი შეიძლება ნახოთ, თუმცა ხანდახან წარმოქმნის დრამატულ სანახაობას ასობით მეტეორით.

იუპიტერის მთვარის ოკულტაცია:19 ნოემბერი.

იშვიათი ციური მოვლენა, როდესაც მთვარე ჩაივლის პირდაპირ იუპიტერის წინ, დროებით დაფარავს მას მხედველობის არეალიდან. ეს ხილული იქნება ჩრდილოეთ ამერიკის მთელ ნაწილზე და განსაკუთრებით გასაოცარია ტელესკოპით/ბინოკლებით დამკვირვებლებისთვის.

სავსე თახვის მთვარე:15 ნოემბერი.

ნოემბრის სავსე მთვარე, რომელიც ცნობილია როგორც თახვის მთვარე, გაანათებს ცას. მშვენიერი დროა მთვარის ფოტოგრაფიისთვის და ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის.

ურანი ოპოზიციაში:13 ნოემბერი.

ურანი ყველაზე ახლოს იქნება დედამიწასთან და სრულად იქნება განათებული მზის მიერ, რაც იდეალურია შორეულ პლანეტაზე დასაკვირვებლად. მიუხედავად იმისა, რომ ის შეუიარაღებელი თვალით ვერ შეძლებთ მის დანახვას, ბინოკლები ან ტელესკოპი მის მოლურჯო ფერს გამოავლენენ.

 

ასევე ნახეთ

ანტარქტიდაზე ქარვა აღმოჩნდა — ყინულოვან კონტინენტზე ტყეების არსებობის მტკიცებულება.

ქარვა, მინერალად ქცეული ფისია, რომელიც ადრე 6 კონტინენტზე, ახლა კი ანტარქტიდაზეც არის აღმოჩენილი. 2017 წლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია