პოლიტიკა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა, – ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი „ტვიტერში“ წერს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია გზაშია. ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ამ მისიას ვხელმძღვანელობ“, – აცხადებს რაფაელ მარიანო გროსი.

მისი თქმით, მისია ადგილზე მიმდინარე კვირაში ჩავა.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, მისიის მთავარ მიზანს წარმოადგენს: ელექტროსადგურის ფიზიკური დაზიანების შეფასება, უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების განსაზღვრა, პერსონალის პირობების შეფასება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუდებელი ზომების განხორციელება.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...