პოლიტიკა

ვიეტნამში, კარაოკე ბარში ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამში, კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჰო ჩი მინთან მოხდა. ხანძარი გვიან ღამით დაწესებულების მეორე სართულზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა მესამეზე, რის შედეგადაც მომხმარებლები და თანამშროლები შენობაში ბლოკირებულები აღმოჩნდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობიდან თავის დასაღწევად ოთხი ადამიანი მეორე და მესამე სართულებიდან გადახტნენ, ისინი დაშავებულები არიან.

ხანძრის გაჩენის მომენტში ბარში 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია