პოლიტიკა

ვითარება ფრონტის ხაზზე – უკრაინის გენშტაბის ოპერატიული რეზიუმე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს თავდასხმა ხარკოვის ოლქის დემენტიევკას მიმართულებით, – გენერალური შტაბის ოპერატიული რეზიუმე.

ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტები არტილერიით და ტანკებით ესროდნენ ხარკოვის, ნიკოლსკოეს, ლებიაჟიეს, უდის, დემენტიევკას, ვერხნი და სტარი სალტოვის, პეტროვკას, რუსული ტიშკის და ბაირაკის დასახლებებს. პეტროვკას მახლობლად საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.

სლავიანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოგოროდიჩნის მიდამოში ზარალი მიაყენეს მტერს მისი მორიგი შეტევითი მცდელობისას და უკან დახიეს დამპყრობლები.

კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ნაწილობრივი წარმატებით დაიწყო შეტევა ვერხნეკამენსკის მიმართულებით.

ბახმუტის მიმართულებით დამპყრობლები მიიწევენ ვესელაია დოლინას მიმართულებით, ხოლო სპორნოეს დასახლების მიდამოებში საომარი მოქმედებები გრძელდება.

ავდიივკას, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტაკებები გრძელდება ნაღმტყორცნებით, ტანკებით, ქვემეხებითა და სარაკეტო არტილერიით ფრონტის ხაზთან.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია