პოლიტიკა

ზელენსკი – ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ უნდა შეიცვალოს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ, ბორის ჯონსონის გადადგომის მიუხედავად, არ შეიცვლება. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა CNN-თან განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ჯონსონი “უკრაინის ნამდვილი მეგობარია”.

მისივე თქმით, უკრაინამ ჯონსონთან ურთიერთობით ბევრი რამ მოიპოვა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა სამხედრო დახმარება.

გარდა ამისა, ზელენსკიმ თანამოქალაქეებს ღამის მიმართვაში განუცხადა:

“დატვირთული დღე იყო დღეს და თანაბრად უფრო დატვირთული იქნება ხვალ.დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ უნდა შეიცვალოს, რაც არ უნდა მოხდეს ლონდონის ძალოვან წრეებში. ბრიტანეთის როლი თავისუფლების დაცვაში მართლაც გლობალურია.

მე ველაპარაკე ბორის ჯონსონს დღეს და მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ მივიღეთ რუსული ტერორის პირველივე დღიდან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იარაღი: საჰაერო თავდაცვის კომპლექსები – „სტინგერები“, მსხვილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები NLAW, ასევე არტილერია, საბრძოლო მასალები, ჯავშანმანქანები და მრავალი სხვა. წონიანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები, ფინანსური დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის – მხოლოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებებისთვის 24 თებერვლიდან გამოყოფილია ორ მილიარდ ფუნტზე მეტი. თავისუფლების დაცვაში ბრიტანეთის როლი ნამდვილად გლობალურია. იმის მიუხედავად, რომ ეს არის ბრიტანული საზოგადოების პოზიციის ასახვა, სახელმწიფოს ხელმძღვანელის ლიდერობას და ქარიზმას ყოველთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მით უმეტეს, ასეთ დროს – რუსეთის მასშტაბური ანტიევროპული ომის დროს, რომელიც ევროპაზე თავდასხმით ჩვენი სახელმწიფოდან დაიწყო. გასაკვირი არაა, რომ უკრაინელები გრძნობენ ბორისისადმი პირად მადლიერებას. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ურთიერთობებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ვაშენებთ. დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეიცვალოს, რაც არ უნდა ხდებოდეს ლონდონის სახელისუფლებო წრეებში – ბორისმაც და გაერთიანებულ სამეფოში ყველა ჩვენმა მეგობარმა ამაში დამარწმუნეს.”

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია