პოლიტიკა

ზელენსკი – ევროპა „დისნეილენდი“ არ არის და სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს

ევროპა არის ღირებულებების ქვეყანა და არა „დისნეილენდი“ ტერორის მომხრეებისთვის და სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალმა მსოფლიომ რუსებს მათ წინააღმდეგ მოქმედებისკენ უნდა მოუწოდოს, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

„თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ, თუ ჩუმად უყურებენ უკრაინის გენოციდს, მათ არ უნდა შეეძლოთ ევროპა გასართობად გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანი მორალური საკითხია. ევროპა არის ღირებულებების ადგილი და არა „დისნეილენდი“ ტერორის მომხრეებისთვის და სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს. თავისუფალმა მსოფლიომ რუსებს მათ წინააღმდეგ მოქმედებისკენ უნდა მოუწოდოს, ვინც ეს ომი დაიწყო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ვიზებს, ფინანსურ კავშირებსა და ენერგოდამოკიდებულებას მოსკოვი ევროპის წინააღმდეგ იყენებს.

„აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებთან მიმართებაში ყოვლისმომცველი ვიზა, რუსეთთან ფინანსური კავშირები, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება არის ყველაფერი, რასაც მოსკოვი იყენებს ევროპის წინააღმდეგ. მადლობელი ვარ იმ ევროპელი ლიდერების, რომლებიც აცნობიერებენ საფრთხის დონეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია