პოლიტიკა

ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

ისრაელსა და დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ის დაირღვევა, “ისრაელის სახელმწიფო ინარჩუნებს უფლებას მკაცრი რეაგირება მოახდინოს”. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოფისი მადლობას უხდის ეგვიპტეს, რომელიც შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებს შუამავლობდა.

შეთანხმების პირობები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა, ეგვიპტის ოფიციალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ზავის ამოქმედების მიზნით, კაირო მუშაობდა ისრაელის მიერ ექვსი დღის წინ დატყვევებული „ისლამური ჯიჰადის“ ბოევიკის გათავისუფლებაზე, ასევე ისრაელის ციხეში მყოფი მოშიმშილე პალესტინელი პატიმრის მკურნალობის მიზნით საავადმყოფოში გადაყვანის უზრუნველსაყოფად.

ცნობისათვის, ისრაელსა და დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ზავი დაახლოებით 50 საათიან ესკალაციას მოჰყვა, რომელიც ისრაელის მიერ ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ დაიწყო. პალესტინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, კონფლიქტს სულ მცირე 44 მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია.

ასევე ნახეთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყაზახ კოლეგას, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდება

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყაზახ კოლეგას, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდება, რომელიც მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით …