პოლიტიკა

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ქვეყანაში უკვე 1 033 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 348 ბავშვი, 1 527 ადამიანი კი დაშავებულა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 119 ადამიანი. პაკისტანში აცხადებენ, რომ ეს ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფაა.

მდინარეების ადიდების გამო, პაკისტანში ათასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყო. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ყველაზე მეტად, ძლიერი წვიმებით სამხრეთ პაკისტანი დაზარალდა – განსაკუთრებით, სინდის პროვინცია, სადაც თითქმის რვაჯერ მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე აგვისტოს საშუალო მაჩვენებელია.

პაკისტანი საკვების დეფიციტს განიცდის და საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია