პოლიტიკა

პუტინის მოკავშირე ლუკაშენკომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვაში, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტი ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ლუკაშენკო უკრაინას “მშვიდობიან ცას, ტოლერანტობას, სიმამაცეს, ძალასა და ღირსეულის ცხოვრების აღდგენაში წარმატებებს” უსურვებს.

“დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს ორი ქვეყნის ხალხებს შორის გულწრფელი კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან საფუძველს”, – ამბობს ლუკაშენკო.

არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომ უკრაინის მიმართულებით რუსული არმია ბელარუსის მხრიდან უტევდა. ამასთან, ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებულია სამხედრო აეროდრომები და პოლიგონები, რომლებსაც უკრაინის ქალაქების დაბომბვისთვის იყენებდნენ.

ამიტომაც უკრაინის ხელისუფლებასა და დასავლურ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ბელარუსი კონფლიქტის ერთ-ერთი მხარეა, რომელიც რუსეთს მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ ბელარუსსა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რუსეთის მსგავსად სანქციებს უწესებენ. 

ლუკაშენკო ამართლებდა კრემლის ქმედებებს უკრაინაში და ამტკიცებდა, რომ ბელარუსზე თავდასხმა მზადდებოდა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია