პოლიტიკა

რუსებმა მარიუპოლში საბრძოლო მასალის საწყობები განათავსეს

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსებმა მარიუპოლის საცხოვრებელ რაიონებში საბრძოლო მასალის საწყობები განათავსეს.

მისივე თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა საბრძოლო მასალის ორი საწყობი განათავსეს პირდაპირ საცხოვრებელ ზონაში. ამრიგად, დამპყრობლებს სურთ მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობა „ფარად“ გამოიყენონ.

ბოლო დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვების წყალობით, უკვე გაანადგურეს მრავალი რუსული სამხედრო საცავი.

ასევე ნახეთ

კოლუმბიის ჯუნგლებში 4 ბავშვი ავია კატასტროფიდან 17 დღეში ცოცხალი იპოვეს

კოლუმბიაში ავიაკატასტროფა მაისის თვის დასაწყისში მოხდა. მსუბუქმა ერთძრავიანმა თვითმფრინავმა კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზად …