პოლიტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, დასავლური სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით დაწყებული მოლაპარაკების პირველი შედეგები სახეზეა

  დასავლური სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით დაწყებულმა მოლაპარაკებებმა შესაძლოა, სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი ომი  თავიდან აგვარიდოს.

 როგორც ვიცით,სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, უმაღლესი დონის მოლაპარაკებების  დასავლური ეპოქა,  გარეოს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე დაიწყო, რომელიც 3 ოქტომბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით გაგრძელდა, ხოლო გუშინ,6 ოქტომბერს, პრაღაში გამართული მრავალმხრივი მოლაპარაკებებით მიღებულ იქნა, პირველი ხელშესახები გადაწყვეტილებები.მოლაპარაკებებში სომხეთისა და აზერბაიჯანის გარდა ჩართული იყო საფრანგეთი და ევროკავშირი,ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ირიბად მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა აშშ და თურქეთი.

 როგორც მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა,სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ გაეროს ქარტიისა და ალმა ატას 1991 წლის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.მხარეებმა დაანონსეს  სასაზღვრო კომისიების შემდეგი შეხვედრაც,რომელიც ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელში გაიმართება.

 ცნობილია ის ფაქტიც,რომ სომხეთმა დადო შეთანხმება,ხელი შეუწყოს, ევროკავშირის სამოქალაქო მისიის ჩამოყალიბებას აზერბაიჯანის საზღვართან. აზერბაიჯანი კი, თანახმაა, ითანამშრომლოს  მისიასთან. მისიის უმთავრესი მიზანი იქნება, ნდობის ჩამოყალიბება და  სასაზღვრო კომისიების მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი როლის თამაში.

 აღსანიშნავია,რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მზადაა, სომხურ მხარეს გაუხსნას გზა,რკინიგზა და საჰაერო მიმოსვლა იმ შემთხვევაში, თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება  შედგება.

 მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც,რომ რუსეთს აღარ აქვს ბერკეტი, წარმოადგენდეს ერთ-ერთ მხარეს, თუნდაც სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების პროცესში ან შეზღუდოს სომხეთის ნება-სურვილი დასავლეთთან ურთერთობის პროცესში. 

ასევე ნახეთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყაზახ კოლეგას, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდება

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყაზახ კოლეგას, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდება, რომელიც მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით …