პოლიტიკა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაში განთავსებული რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა, „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია რადიო „თავისუფლებაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ვარაუდობენ, რომ დაბომბვისას შესაძლოა, დაღუპულიყო კრემლთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინიც, რომელიც „ვაგნერის“ მფლობელად მოიაზრება.

როგორც რადიო „თავისუფლება“ იუწყება, აღნიშნული შტაბი 8 აგვისტოს რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, სერგეი სრედამ მოინახულა და ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ფონად აბრა მოჩანს მისამართით, რის შედეგადაც, იდენტიფიცირებადი გახდა შტაბის ადგილმდებარეობა. მეორე ფოტოში კი ევგენი პრიგოჟინია ასახული.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, დაბომბვის შემდეგ, სერგეი სრედამ ფოტოები წაშალა, თუმცა სოციალურ ქსელში მრავალი ასლია გავრცელებული.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია